26 მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს: „მართლა შეგიძლია მითხრა სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა?“ 27 მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენთ, შემლოცველთ, მისნებს და გრძნეულთ არ შეუძლიათ იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, 28 მაგრამ არის ზეცაში საიდუმლოთა განმცხადებელი ღმერთი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე: