2 და უფალი იყო იოსებთან, და ყველაფერში ხელი ემართებოდა. და ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში. 3 და დაინახა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და რომ ყველა საქმეში ხელს უმართავდა უფალი. 4 და ჰპოვა იოსებმა მადლი მის თვალში, და ემსახურებოდა მას. და დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად და მთელი თავისი საბადებელი მას ჩააბარა. 5 და მას შემდეგ, რაც დანიშნა იგი თავისი სახლის ზედამხედველად, აკურთხა უფალმა სახლი ამ ეგვიპტელისა იოსების გამო, და იყო კურთხევა უფლისა ყველაფერზე, რაც ებადა შინ და გარეთ. 6 და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა სასმელ-საჭმელისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად.