ცრუ უსაფრთხოება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 145:3
ნუ დაამყარებთ იმედს მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია ხსნა.

ფსალმუნები 43:6
რადგან არ ვარ დანდობილი ჩემს მშვილდზე და ვერც ჩემი მახვილი მიხსნის.

იგავნი 3:5
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.

ესაია 2:22
ნუ მიენდობით ადამიანს, სული რომ ნესტოებში უდგას, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?

დაბადება 11:4
და თქვეს: „ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ზეცას მისწვდება. ასე შევიქმნათ სახელი, რომ არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე.“

იერემია 17:5
ასე ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.

იგავნი 28:26
საკუთარ გონებას მინდობილი უგუნურია, ბრძნულად მოარული კი გადარჩება.

იგავნი 28:11
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.

1 ტიმოთეს 6:7
რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.

ლუკას 12:19-20
და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

1 კორინთელთა 3:21
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანით, ვინაიდან ყოველივე თქვენია:

ფსალმუნები 32:16-17
ვერ უშველის მეფეს ჯარის სიმრავლე და დიდი ძალა ვერ იხსნის მებრძოლს. უიმედოა ცხენი შველისთვის, მთელი მისი ძალა ვერ იხსნის მას.

ფსალმუნები 39:4
ნეტარია კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს ამაყებს და სიცრუის მოყვარულებს.

იერემია 7:8
აჰა, ყალბ და უსარგებლო სიტყვებზე ხართ დაიმედებულნი;

მეორე რჯული 29:18-19
ნუ იქნება თქვენ შორის მამაკაცი ან დედაკაცი, საგვარეულო ან შტო, რომელიც გულს აიყრის დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს; ნუ იქნება თქვენ შორის ფესვი, რომელიც შხამიან ნაყოფს გამოიღებს. რომელიც მოისმენს რა, ამ წყევლისა და ფიცის სიტყვებს, თავს ასე გაიმხნევებს: მაინც მშვიდობა მექნება, თუმცა დავდივარო ჩემს ნებაზე, რათა მწყურვალთან ერთად დაიღუპოს დარწყულებულიც.

იგავნი 23:4
ძალ-ღონეს ნუ შეალევ გამდიდრებას, მოიშორე ამაზე ფიქრი.

იგავნი 26:12
გინახავს ადამიანი, თავი ბრძენკაცად რომ მიაჩნია? მასზე მეტი იმედი აქვს ბრიყვს.

ესაია 5:21
ვაი ბრძენთ საკუთარ თვალში და გონიერთ თავიანთი აზრით.

რომაელთა 12:16
ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში; ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ თავმდაბალთ მიჰყევით, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ საკუთარ თავზე;

2 კორინთელთა 1:9
მაგრამ ჩვენშივე გვქონდა სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს,

ფსალმუნები 19:7
ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელით დავიკვეხნით.

ფსალმუნები 48:6
თავიანთ ქონებაზე, რომ არიან დაიმედებულნი და სიმდიდრით რომ ტრაბახობენ.

ესაია 31:1-3
ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს. თუმცა, ბრძენია იგი და მოაწევს უბედურებას თავისი სიტყვისამებრ და არ გადაუხვევს. აღდგება ბოროტეულთა სახლზე და ბოროტმოქმედთა მხარდამჭერებზე. ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.

იერემია 48:7
იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.

ზაქარია 4:6
მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელისადმი თქმული: არა კაცთა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

მარკოზის 10:24
მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: „შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!

ფსალმუნები 32:16
ვერ უშველის მეფეს ჯარის სიმრავლე და დიდი ძალა ვერ იხსნის მებრძოლს.

ფსალმუნები 117:8
უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე ადამიანზე დაიმედდე.

ოსია 5:13
დაინახა ეფრემმა თავისი სნეულება და იუდამ თავისი ჭრილობა; წავიდა ეფრემი აშურში და გაგზავნა მეფე იარებთან; მაგრამ მას არ ძალუძს თქვენი განკურნება და ჭრილობას ვერ მოგირჩენთ.

იობი 11:20
ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.

იობი 29:18
მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;

ფსალმუნები 9:26
ამბობს თავის გულში: „არ წავიფორხილებ, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე”.

ფსალმუნები 59:11
მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან.

იგავნი 29:26
მრავალნი ეძებენ მთავართა კეთილგანწყობას, მაგრამ კაცთა განკითხვა უფლისაგან არის.

ესიაა 56:12
ამბობენ „მოდით, ავიღოთ ღვინო და დავთვრეთ მაგარი სასმელით, ხვალინდელი დღე კი დღევანდელივით იქნება, და უფრო უკეთესიც!”

იერემია 2:13
„რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

იერემია 8:11
ზერელედ კურნავენ ჩემი ხალხის ჭრილობებს; გაიძახიან: მშვიდობაა, მშვიდობაო! მაგრამ არ არის მშვიდობა.

გოდება იერემიასი 4:17
თვალები დაგვებინდა შემწეობის ამაო მოლოდინში, საგუშაგო გოდოლიდან გავცქეროდით ხალხს, რომელსაც არ შეეძლო ჩვენი შველა.

ოსია 10:13
ბოროტებას ხნავდით და უმართლობას იმკიდით; სიცრუის ნაყოფს ჭამდით, რადგან მინდობილი იყავი შენს გზასა და შენი მეომრების სიმრავლეს.

ამოსი 6:13
ამაო ნივთებით ხარობთ და გაიძახით: განა ჩვენი შეძლებით არ ავიმაღლეთო რქანი?

ამოსი 9:10
მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ხალხში, რომელიც ამბობს: არ გვეწევა და არ შეგვხვდებაო ბოროტება.

მიქა 3:11
ქრთამით რომ სჯით სამართალს თავკაცნო და გასამრჯელოს საფასურად მოძღვრავთ მღვდლებო; ვერცხლზე მისნობთ წინასწარმეტყველნო, თანაც უფალს ეყრდნობით და ამბობთ: „განა ჩვენ შორის არ არისო უფალი? არ გვეწევა უბედურება!”

სოფონია 1:12
მაშინ იქნება, რომ ლამპრით გამოვჩხრეკ იერუსალიმს და დავსჯი საკუთარ დოვლათზე მინდობილ კაცებს, გულში რომ ამბობენ: არც სიკეთეს მოიმოქმედებს უფალი და არც სიავესო!

მარკოზის 14:29-31
უთხრა პეტრემ: თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მე მაინც არა”. უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ”. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: „თუნდაც მოვკვდე შენთან ერთად, მაინც არ უარგყოფ”. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც.

იოანეს 13:37
უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის”.

ლუკას 11:35
გამოიკვლიე, სინათლე, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!

ლუკას 12:19
და ვეტყვი საკუთარ თავს: ჩემო თავო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი, მრავალი წლის საკმარი; მოისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.

ლუკას 17:26-30
როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას დღეებშიც. ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე შევიდოდა ნოე კიდობანში. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა. ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. იმ დღეს კი, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაიღუპა. ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.

ლუკას 18:9-14
ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა: „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი. თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.

იოანეს 5:45
ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ.

რომაელთა 2:3
შენ კი ადამიანო, რომელიც ასამართლებ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?

გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

1 თესალონიკელთა 5:3
რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.

იაკობის 4:13-15
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ – დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ – თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

გამოცხადება 18:7
რამდენადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან გულში ამბობდა: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.