მთავარითემები „ც"ცოტანი ცათა სასუფეველში

ცოტანი ცათა სასუფეველში

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 22:14
    რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი – ცოტა”.
  2. ლუკას 13:24
    ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
  3. მათეს 16:28
    ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.
  4. ლუკას 13:23
    ვიღაცამ ჰკითხა: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?” მან უთხრა:
  5. მათეს 7:14
    რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.
  6. 1 კორინთელთა 1:26
    ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული;
  7. მათეს 9:37
    მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი ცოტანი არიან.
  8. ლუკას 10:2
    უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
  9. გამოცხადება 3:4
    თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.

← ყველა თემა „ც"-ზე

Close
Close