მთავარითემები „ჩ"ჩუმად ყოფნა

ჩუმად ყოფნა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 17:27-28
    სიტყვაძუნწი კაცი გონიერია, და თავშეკავებული – გაგების უნარის მქონე. მდუმარე სულელიც ბრძნად მოგეჩვენება, ენის მომთოკველი კი – გონიერად.
  2. ეკლესიასტე 3:7
    ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა, და ჟამი საუბრისა;
  3. 2 კორინთელთა 10:1-2
    მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და მოთმინებით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი, და გევედრებით, რომ ჩემი მოსვლისას არ დამჭირდეს სიმკაცრე, რომლის გამოყენებას ვფიქრობ ზოგიერთების მიმართ, ვისაც ჰგონია, თითქოს ხორცის მიხედვით დავდიოდეთ.
  4. მარკოზის 16:15
    და უთხრა მათ: „მოიარეთ მთელი ქვეყნიერება და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
  5. 1 ტიმოთეს 1:7
    მათ სურთ რჯულის მოძღვარნი იყვნენ, არ კი გაეგებათ, რას ლაპარაკობენ და რას ამტკიცებენ.
  6. იაკობის 1:19
    მაშ, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში სწრაფი, სიტყვაში დინჯი და რისხვაში ნელი.
  7. 2 ტიმოთეს 3:16
    მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში.

← ყველა თემა „ჩ"-ზე

Close
Close