იობი 28:26
წვიმას საზომი დაუდგინა და ჭექა-ქუხილს გზა-სავალი!
იობი 36:29
თუ ხვდება ვინმე ღრუბლების გაშლას, ქუხილს – მისი კარვიდან?
ფსალმუნები 92:4
მრავალი წყლის, ზღვის მძლავრი ტალღების ხმაზე ძლიერია სიმაღლეებში მყოფი უფალი.
იერემია 10:13
ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.
იერემია 51:16
მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.
1 მეფეთა 12:17-18
ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”. მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.
იობი 37:4-5
ელვას თან მოსდევს მისი ხმის გრგვინვა; ქუხს თავისი დიადი ხმით და არა წყვეტს ელვას, როცა მისი ხმა ისმის. გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიად საქმეებს, ვერ ჩავწვდებით მისი სიდიადის ძალას.
ფსალმუნები 17:13
ზეცაში დაიგრგვინა უფალმა და თავისი ხმა გამოსცა უზენაესმა სეტყვით და ნაკვერჩხლებით.
ფსალმუნები 67:33
ამხედრებულს უძველეს ცათა ცაზე – აჰა, ის გამოსცემს თავისი ძლიერების ხმას.
იოანეს 12:28-29
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო.
გამოცხადება 4:5
ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.
გამოცხადება 8:5
აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და ჩამოაგდო დედამიწაზე; და შეიქმნა ქუხილი და გრგვინვა, ელვა და მიწისძვრა.
გამოცხადება 10:3-4
და დაიღრიალა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და რომ დაიღრიალა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი. და როცა ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, ჩაწერა დავაპირე, მაგრამ ჩამომესმა ხმა ზეციდან, რომელმაც მითხრა: „დაბეჭდე, შვიდი ქუხილის ნათქვამი და ნუ ჩაწერ ამას”.
2 მეფეთა 22:14
ზეციდან დაიქუხა უფალმა, ხმა გამოსცა უზენაესმა.
იერემია 25:30
„იწინასწარმეტყველებ მათზე ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: მაღლიდან იგრგვინებს უფალი, თავისი წმიდა სამყოფელიდან გამოსცემს ხმას; ძლევამოსილად იგრგვინებს თავის სამკვიდროზე, საწნახელში ყურძნის მწურავივით დასძახებს დედამიწის ყველა მცხოვრების წინააღმდეგ.