გამოცხადებე 20:14
სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა.
გამოცხადება 20:10
ოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი“.
გამოცხადება 20:15
ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.
გამოცხადება 19:20
და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც მის წინაშე ახდენდა სასწაულებს, რომელთა მეშვეობითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატების თაყვანისმცემელნი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, გოგირდით რომ იწვოდა.
მათეს 18:8
თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
მარკოზის 9:47-48
თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გირჩევნია ცალი თვალით შეხვიდე ღმერთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
მათეს 25:46
და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში“.
მათეს 13:42
და ჩაყრიან ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა.
2 პეტრეს 2:4
რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,
მეორე რჯული 4:24
რადგან მშთანმთქმელი ცეცხლია უფალი – თქვენი ღმერთი, ეჭვიანი ღმერთია იგი.
იერემია 4:4
წინადაიცვითეთ უფლისთვის და მოიცილეთ გულის ჩუჩა, იუდას კაცნო და იერუსალიმში მცხოვრებნო, რათა ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აგიზგიზდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
მალაქია 3:2
ვინ გაუძლებს მისი მოსვლის დღეს და ვინ დადგება მისი გამოჩენისას? რადგან გამომდნობლის ცეცხლივითაა და მრეცხავის ტუტესავით.
მათეს 25:41
მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.
ლუკას 16:23
და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აღაპყრო თვალები და დაინახა შორიდან აბრაჰამი და ლაზარეც მის წიაღში.