Uncategorized

ესაია 24:6

6 ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა; მისი მცხოვრებნი არიან დამნაშავენი. გადაიბუგნენ ქვეყნის მკვიდრნი და მცირედნიღა დარჩნენ.

მალაქია 2:2

2 თუ არ შეისმენთ და გულს არ დაუდებთ, რომ პატივი სცეთ ჩემს სახელს – ამბობს ცაბაოთ უფალი – მაშინ დავუშვებ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევას; აკი ვწყევლი კიდეც, …

დაბადება 12:3

3 ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი“

დაბადება 5:29

29 უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე.“

დაბადება 3:14

14 უთხრა უფალმა ღმერთმა გველს:„რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!

გამოსვლა 3:7

7 უთხრა უფალმა: „ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.

იერემია 26:19

19 განა მოკლეს იგი იუდას მეფე ხიზკიაჰუმ და იუდას მთელმა ერმა? განა არ შეეშინდათ უფლისა და განა არ გამოითხოვეს უფლის კეთილგანწყობა? და უფალმაც გადაიფიქრა იმ …

გამოსვლა 32:14

14 გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება, რომლის გაკეთებასაც უპირებდა თავის ხალხს.

ესაია 52:8

8 ისმინე! შენმა გუშაგებმა ხმა აიმაღლეს, ერთად ყიჟინებენ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ უფლის დაბრუნებას სიონში.

Close
Close