მოწმენდს უფალი ცრემლს ყოველ სახეს
შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყოველ სახეს, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან ასე ამბობს უფალი. – ესაია 25:8
ქვეყნის ხსნა იესოს მეშვეობით
რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყანაზე, რომ დასაჯოს ეს ქვეყანა, არამედ, რათა იხსნას ქვეყანა მისი მეშვეობით. – იოანეს 3:17
ქრისტე მოკვდა ჩვენთვის
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი აცხადებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. – რომაელთა 5:8
ცოდვის საზღაური სიკვდილია
რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში. – რომაელთა 6:23
მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ
მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. – ესაია 53:5
უფალი არის ჩემი კლდე, სიმაგრე, მხსნელი
უფალი არის ჩემი კლდე და სიმაგრე ჩემი, მხსნელი ჩემი, ღმერთი ჩემი, – ჩემი კლდე, თავშესაფარი, ფარი ჩემი და ჩემი ხსნის რქა, საყრდენი ჩემი. – ფსალმუნები …