რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
ფსალმუნები 9:22-24
ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს. რადგან თავისი გულის ავხორცობით ტრაბახობს ბოროტი, ანგარების მოყვარული კი წყევლის და უარყოფს უფალს. თავისი ქედმაღლობის გამო არ ეძებს ღმერთს ბოროტი; მისი აზრით, არ არსებობს ღმერთი.
2 კორინთელთა 3:14
მაგრამ გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება.
ეფესელთა 4:17-18
ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში, დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
ტიტეს 1:15
წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა; ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
იგავნი 23:33
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
2 კორინთელთა 4:4
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია.
ეფესელთა 2:1-3
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულითა და ცოდვებით, რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს. რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.
იგავნი 6:16-18
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,
დაბადება 11:6
თქვა უფალმა: „აჰა, ერთი ხალხია ეს და ყველას ერთი ენა აქვს. აი, რისი კეთება წამოიწყეს! ამიერიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც განიზრახავენ.
ფსალმუნები 35:4
უსამართლობას იზრახავენ თავიანთ სარეცელზე, უკეთურ გზას ადგებიან, ბოროტს არ თაკილობენ.
ფსალმუნები 63:3-6
რომლებმაც მახვილივით აილესეს ენები, მწარე სიტყვას ისარივით მიმიზნებენ, რათა საფარიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ. ძალას იკრებენ ცუდი საქმისთვის, თათბირობენ მახეების დასაგებად, ამბობენ: ვინ შეამჩნევს? სიმრუდეს იზრახავენ, ამბობენ: კარგად მომზადებული გეგმა გვაქვსო; მართლაც ვერაგია კაცის შინაგანი გულის ზრახვები.
იგავნი 6:14
უკუღმართობაა მის გულში, გამუდმებით ბოროტს განიზრახავს და შუღლს ავრცელებს.
იგავნი 12:20
ავისმზრახველთა გულში სიცრუეა, მშვიდობის მრჩეველთ კი სიხარული აქვთ.