2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
იაკობის 1:14
არამედ ყოველი ცდუნდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას.
კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
იაკობის 1:15
შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს.
იგავნი 21:10
ბოროტი სწადია უმართლოს გულს, წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მოყვასი.
იობი 20:12-13
თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ მალავს მას. თუმცა ენანება გადმოსაგდებად და პირში იჩერებს;
ეზეკიელი 16:27
და, აჰა, ხელი მოგიღერე და შეგიმცირე წილი; დაგაგდე შენს მოძულეთა, ფილისტიმელ ასულთა, ანაბარა, რომელთაც ერცხვინებოდათ შენი უზნეო საქციელი.
ფსალმუნები 140:4
არ გადაახვევინო ჩემს გულს ავი სიტყვისაკენ, ბოროტ საქმეთა ჩასადენად ურჯულო კაცებთან ერთად, და ნუ ვიგემებ მათი სუფრიდან!
მარკოზის 4:18-19
ეკალთა შორის დათესილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
იოანეს 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
რომაელთა 6:12
მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.
გალატელთა 5:16-17
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
ეფესელთა 4:22
მიტოვებული გაქვთ ძველი ადიმიანის წინანდელი ცხოვრება, გულისთქმებით და ცდუნებებით გახრწნილი,
1 ტიმოთეს 6:9
გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს;
ტიტეს 2:11-12
ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, რომელიც გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთობა და ამქვეყნიური გულისთქმანი, და გონივრულად, სიმართლითა და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში.
იაკობის 4:2-3
გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.
რომაელთა 7:5
ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
2 პეტრეს 2:18
ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
მათეს 17:12
მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, თუმცა ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა”.
დაბადება 4:7
თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? ხოლო, თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ აქვს ლტოლვა, მაგრამ შენ უნდა იბატონო მასზე”.
მსგავსი თემები:
მაცდუნებელი საკუთარი თავის სიკვდილი ბოროტი ლაპარაკი ბოროტი სულები ბოროტი დროები ბოროტი გზები ბოროტი გეგმები ბოროტი გულები ბოროტი თვალები ბოროტის თავიდან აცილება