ეზეკიელი 8:6
მითხრა: „ძეო კაცისავ! ხედავ, რას სჩადიან? დიდ სისაძაგლეს, რასაც ისრაელის სახლი სჩადის აქ, რათა მოვშორდე ჩემს საწმიდარს! წამომყევი, კიდევ უფრო დიდ სისაძაგლეებს იხილავ”.
ეზეკიელი 8:13
კვლავ მითხრა: „ისევ დაბრუნდი და იხილავ უფრო დიდ სისაძაგლეებს, ესენი რომ სჩადიან”.
ეზეკიელი 23:19
ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;
ეზეკიელი 5:6
მაგრამ ხალხებზე უფრო ბოროტად აუჯანყდა იგი ჩემს დადგენილებებს და გარშემო მყოფ ქვეყნებზე უარესად აღუდგა ჩემს წესებს, რადგან ჩემი დადგენილებები უკუაგდეს და ჩემი წესებით არ იარეს.
ოსია 4:7
რაც უფრო გამრავლდნენ, მით უფრო მცოდავენ, სირცხვილად ვაქცევ მათ დიდებას!
ეზეკიელი 23:29
სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.
ოსია 8:14
დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოები აიშენა; გამაგრებული ქალაქები გაიმრავლა იუდამ; მაგრამ ცეცხლით ვშთანთქავ მის ქალაქებს და მის სასახლეებს.
მათეს 10:25
მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის – როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
მათეს 24:12
და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
რომაელთა 5:20
რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.
გოდება იერემიასი 2:5
მტრად მოეკიდა უფალი, დასცა ისრაელი და მისი ყველა სასახლე, დააქცია მისი ციხე-სიმაგრენი და გაუმრავლა იუდას ასულს გლოვა და ტირილი.