ლევიანნი 18:21
შენს შთამომავალთაგან არ მისცე მოლექისთვის ცეცხლში გასატარებელ მსხვერპლად, და ნუ შებღალავ ამით შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
გამოსვლა 22:29
შენი კალოს პირველნაყოფი და შენი საწნახლის პირველნაწური არ დამიგვიანო. პირმშო შენს ძეთაგან მე მომეცი.
მეორე რჯული 12:31
და არ მოექცე უფალს, შენს ღმერთს, ასე, რადგან ყველა სისაძაგლეს, რაც უფალს სძულს, ისინი თავიანთ ღმერთებს უკეთებდნენ. ისინი თავიანთი ღმერთების გულისთვის იმასაც კი აკეთებდნენ, რომ ცეცხლში უწვავდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს.
ეზეკიელი 16:20-21
და წაიყვანე შენი ძენი და ასულნი, რომლებიც მე გამიჩინე, და მსხვერპლად შესწირე კერპებს შესაჭმელად, თითქოს შენი მეძაობა არ კმაროდა მათთან. და კლავდი ჩემს ძეთ და კერპებს გადასცემდი ცეცხლში დასაწვავად.
მეორე რჯული 18:10
ნუ იქნება თქვენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მისანი, მარჩიელი, მსახვრალი,
4 მეფეთა 3:27
და მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო, და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ძლიერ შეზარა ამან ისრაელი, და მოსცილდნენ იქაურობას და თავისი ქვეყნისკენ გაბრუნდნენ.
4 მეფეთა 16:3
და დადიოდა ისრაელის მეფის, იერობოყამ ნაბატის ძის გზით; თავისი შვილიც კი გაატარა ცეცხლში იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც უფალმა ისრაელიანთაგან აჰყარა.
2 ნეშტთა 28:3
და საკმეველს აკმევდა ბენ-ჰინომის ველზე; და ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
4 მეფეთა 17:17
ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, მისნობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად.
ესაია 57:5
მუხათა შორის აღგეძვრებათ თქვენი გულისთქმა, ყოველი მწვანე ხის ქვეშ, თქვენს ბავშვებს კი მსხვერპლად სწირავთ კლდეთა ნაპრალებში!
იერემია 7:31-32
და ააგეს თოფეთის მაღლობი ბენ-ჰინომის ველზე, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია და არც გულში გამივლია. მიტომ დადგება დღე, – ამბობს უფალი, – და აღარ ეტყვიან ამ ადგილს თოფეთს და ბენ-ჰინომის ველს, არამედ სასაკლაო ველს; და თოფეთში მკვდრების დასამარხი ადგილი გაჭირდება.
ლევიანნი 20:2-5
უთხარი ისრაელის ძეთ: ყოველი კაცი ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც მკვიდრობს ისრაელში, ვინც მისცემს თავის შვილებს მოლექს, სიკვდილით მოკვდება. ამ ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის წიაღიდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლექს, და ამით გააუწმიდურა ჩემი საწმიდარი და შებილწა ჩემი წმიდა სახელი. და თუ ამ ქვეყნის ხალხი აარიდებს თვალს მას, როცა იგი მისცემს თავისი თესლიდან მოლექს, და არ მოკლავს მას, მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, და ყველა მემრუშეს, რომლებიც დადიან მოლექის კვალდაკვალ, მოვსპობ მათი ხალხის წიაღიდან.
ფსალმუნები 105:35-38
აირივნენ წარმართებში და ისწავლეს მათი საქმეები. ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ იქცნენ მათთვის. სწირავდნენ თავიანთი ძეებს და ასულებს დემონებს. დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
იერემია 32:35
და მოაწყვეს ბაყალის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა გაეტარებინათ ცეცხლში თავიანთი ძენი და ასულნი მოლექის მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და გულშიც არ გამივლია გამეკეთებინა ეს სისაძაგლე იუდას საცდუნებლად.
ოსია 13:2
ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისაგან, ოსტატურად; კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს. ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბორებს კოცნიანო!
ეზეკიელი 20:26
და უწმიდურად გამოვაცხადე ისინი თავიანთი მსხვერპლებით (პირველშობილი ყრმების ცეცხლში დაწვით რომ ხდებოდა), რათა გამეჩანაგებინა ისინი, და გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი.
ეზეკიელი 20:31
თქვენი შესაწირავების მოტანით, თქვენს ძეთა ცეცხლში დაწვით არ იბილწებით მთელი თქვენი კერპებითურთ დღემდე? და კიდევ გინდათ, რომ მე გეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ცოცხალი ვარ მე! – ამბობს უფალი ღმერთი, – თუ გეკითხვინოთ.
იერემია 19:4-5
იმის გამო, რომ მათ მიმატოვეს მე და უცხო ღმერთებეს დაუთმეს ეს ადგილი და აქ უკმევენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც თვითონ და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და მორწყეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით. 5 და მოუწყვეს ბაყალს მაღლობები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველ მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია.
დაბადება 22:1-2
და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და მიუგო აბრაამმა: „აქა ვარ!“ და უთხრა მან: „წაიყვანე ისააკი, ძე შენი ერთადერთი, რომელიც გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც მე გეტყვი.“
ებრაელთა 11:17
რწმენით მიჰყავდა აბრაამს სამსხვერპლოდ ისააკი, როცა გამოიცადა და, აღთქმათა მიმღებელი, მხოლოდშობილს სწირავდა,