დაბადება 1:14
და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი.
ესაია 47:13-14
დაქანცული ხარ მრავალ რჩევათაგან, მოდგნენ ცისმზომელები, ვარსკვლავთმჭვრეტელები, ახალმთავრობათა მცოდნენი, და გიხსნან იმისგან, რაც უნდა დაგატყდეს თავს. ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ იხსნეს საკუთარი თავი ალისაგან, არ დარჩა ნაკვერცხალი გასათბობად, ცეცხლი – მის წინ ჩამოსაჯდომად.
დანიელი 2:27
მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ.
ლუკას 21:25
და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.
დანიელი 1:20
გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ.
მათეს 2:1-2
როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.”
იობი 9:9
იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა.
გამოცხადება 12:1
გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი – დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით.
ლევიანნი 20:6
თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.
მეორე რჯული 18:9-11
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხთა მსგავსად ძეგლთა კეთება. არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, და არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი,
იობი 38:32
თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად?
იერემია 10:2
ასე თქვა უფალმა: „ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი.
ესაია 8:19
თუ გეტყვიან: „გამოჰკითხეთ მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მუცლით მეზღაპრეებს,” განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის?
ფსალმუნები 8:3
როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე:
დაბადება 1:14-18
და თქვა ღმერთმა: „იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, და იყვნენ ისინი ნიშნებად, რომ აღნიშნონ წელიწადის დრონი, დღენი და წელნი. და იყვნენ ცის მყარზე მანათობლად, რათა მისცენ ნათელი მიწას”. და იქმნა ასე. და გააჩინა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: უფრო მოზრდილი მნათობი – დღის განმგებლად, და უფრო მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები. და დასხა ისინი ცის მყარზე მიწის გასანათებლად, რათა განეგოთ დღე და ღამე და გაეყარათ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
4 მეფეთა 21:6
და ცეცხლში გაატარა თავისი შვილი, და მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები. და ბევრ უკუღმართობას აკეთებდა უფლის თვალში მის გასარისხებლად.
მეორე რჯული 18:9-14
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხთა მსგავსად ძეგლთა კეთება. არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, და არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენი პირისაგან. უნაკლო იყავ უფალთან, შენს ღმერთთან. რადგან ეს ხალხები, რომლებსაც შენ განდევნი, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ. შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს, შენს ღმერთს.
ლევიანნი 19:31
„‘ნუ მიმართავთ მესულთანეებს და ჯადოსნებს, ნუ ცდილობთ გაუწმიდურებას მათით. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.
ფსალმუნები 18:1
ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
ფსალმუნები 146:4
იგი თვლის ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
საქმეები 19:19
ბევრმა მათგანმა, ვინც ეწეოდა ჯადოსნობას, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი აღმოჩნდა.
ამოსი 5:8
რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
იერემია 27:9
და თქვენ ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველთ და თქვენს ჯადოსნებს, და თქვენს მესიზმრეებს და თქვენს მკითხავებს და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან თქვენ ასე: ‘არ ემსახუროთ ბაბილონის მეფეს.’
4 მეფეთა 23:5
და გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში და ბაყალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და მთელი ციური მხედრობისთვის გუნდრუკის მკმეველნი.
დაბადება 15:5
და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა: „ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ ძალგიძს აღრიცხვა მათი.” და უთხრა მან: „ასე იქნება შენი შთამომავლობაც”.
ლევიანნი 20:27
თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.
მეორე რჯული 4:19
რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.
ზაქარია 10:2
რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
სოფონია 1:5
მათ, ვინც ბანებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და თავიანთ მეფეს იფიცავენ;
1 ნეშტთა 10:13-14
ასე მოკვდა საული თავისი ორგულების გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა. უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.
დანიელი 1:17
მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნსა და სიბრძნეში. დანიელს კი ამას გარდა გაეგებოდა ყველა ხილვა და სიზმარი.
დანიელი 2:10
მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე მოგვისგან, შემლოცველისაგან თუ ქალდეველისაგან.
მათეს 2:10
ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.