6 ასე ამბობს უფალი: „სამ რამეს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილი ხომალდისათვის. 7 მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან ჩემი წმინდა სახელის შესალახავად.