ბიბლიის მუხლები თემაზე
ალფა და ომეგა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
გამოცხადება 22:13
მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, და საბამი და დასასრული.
-
გამოცხადება 1:8
მე ვარ ალფა და ომეგა,“ – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.
-
გამოცხადება 21:6-7
მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას და მე ვიქნები მისთვის ღმერთი და იგი ჩემთვის იქნება ძე.
-
გამოცხადება 1:17-18
როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი, და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.
-
ესაია 44:6
ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და მისი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთი: ‘მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.’
-
ესაია 48:12
მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, ჩემს მიერ წოდებულო, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც!
-
ესაია 41:4
ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’
-
გამოცხადება 2:8
სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა: