აღთქმის კიდობანი ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 6:19
მოსრა უფალმა ბეთ-შემეშელნი, რადგან ჩაიხედეს მათ უფლის კიდობანში. ორმოცდაათიათას სამოცდაათი კაცი მოსრა უფალმა. მოთქვამდა მთელი ბეთ-შემეში, რადგან დიდად დააზარალა უფალმა ხალხი.

ებრაელთა 9:1-5
პირველ აღთქმასაც ჰქონდა ღვთისმსახურების წესდებები და ამა სოფლის წმიდა, ვინაიდან მოწყობილი იყო პირველი კარავი, რომელშიც იყო სასანთლე, ტაბლა და საწირი პური და რომელსაც წმიდა ეწოდებოდა; მეორე ფარდის მიღმა იყო კარავი, სახელწოდებით წმიდათა წმიდა, რომელსაც ჰქონდა ოქროს სასაკმევლე და ყოველი მხრიდან ოქროთი მოჭედილი აღთქმის კიდობანი, სადაც იყო მანანით სავსე ოქროს ტაკუკი, აარონის განედლებული კვერთხი და აღთქმის დაფები. ხოლო მათ ზემოთ დიდების ქერუბიმნი, რომელნიც უჩრდილავდნენ შენდობის ადგილს. ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ დაწვრილებით.

იერემია 3:16
და როდესაც გამრავლდებით და ინაყოფიერებთ იმ დღეებში”, – სიტყვა უფლისა, – „აღარ იტყვიან მეტად: ‘კიდობანი უფლის აღთქმისა’ და არ მოუვათ გულში და არ გაიხსენებენ მას, და არ მოისაკლისებენ მას და აღარ გაკეთდება ის.

2 მეფეთა 6:1-17
და კვლავ შეკრიბა დავითმა ყველა რჩეული ისრაელში, ოცდაათი ათასი. და ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაყალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელიც იწოდა ცაბაოთ უფლის სახელით, ქერუბიმებზე მჯდომარისა. და დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და გამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის. ყუზა და ახიო, აბინადაბის ვაჟები, მიუძღოდნენ ახალ ურემს. და როცა მოაბრძანებდნენ აბინადაბის სახლიდან, ბორცვზე რომ არის. ახიო წინ მიუძღვოდა კიდობანს. და დავითი და მთელი ისრაელის ძენი უკრავდნენ უფლის წინაშე კვიპაროსის ხის საკრავებს, ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, სანგებსა და წინწილებს. და როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან გადახარეს ხარებმა. და აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ სითამამისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან. და შეწუხდა დავითი, რომ განგმირა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა. და შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს, და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?” და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის გადატანა თავისთან, დავითის ქალაქში, და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გაახვევინა. და დარჩა სამ თვეს უფლის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომი და მთელი მისი სახლი. როცა შეატყობინეს დავითს, რომ აკურთხა უფალმა ღვთის კიდობნის გამო ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელიო, წავიდა დავითი და სიხარულით ამოაბრძანა ღვთის კიდობანი ყობედ-ედომის სახლიდან დავითის ქალაქში. და როცა უფლის კიდობნის მტვირთავნი ექვს ნაბიჯს გაივლიდნენ, ის მსხვერპლად სწირავდა ერთ ხარსა და ცხვარს. და რაც ძალი და ღონე ჰქონდა როკავდა დავითი უფლის წინაშე. და სელის ეფოდი ემოსა დავითს. ყიჟინითა და ბუკის ცემით მიაბრძანებდნენ უფლის კიდობანს დავითი და ისრაელის მთელი სახლი. და როცა უფლის კიდობანი შებრძანდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოიხედა საულის ასულმა მიქალმა, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში. და მიაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე შუა კარავში, რომელიც დადგმული ჰქონდა მისთვის დავითს. და სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.

2 ნეშტთა 35:3
უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: „დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონმა, დავითის ძემ, ისრაელის მეფემ რომ ააშენა. რად გინდათ მისი მხრებით ტარება? ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს, და მის ერს – ისრაელს.

გამოსვლა 25:22
და გამოგეცხადები შენ იქ და დაგელაპარაკები თავსარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გამცნებ შენ ისრაელის ძეთათვის.

გამოცხადება 11:19
გაიღო ღვთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა.

რიცხვნი 10:33
და აიყარნენ ისინი უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე, და უფლის სავანე მიდიოდა მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე, რათა აღმოეჩინა მათთვის დასადგომი ადგილი.

3 მეფეთა 8:9
არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა აღთქმა დადო ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.

გამოსვლა 37:1-9
და გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციის ხეთაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი – მისი სიგანე და წყრთანახევარი – მისი სიმაღლე. და მოჭედა იგი წმიდა ოქროთი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, და გარს გვირგვინი შემოავლო. და ჩამოასხა მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი მისი ოთხი კუთხისათვის. ორი რგოლი მის ერთ მხარეზე და ორი რგოლი მის მეორე მხარეზე. და გააკეთა კეტები აკაციის ხეთაგან, და მოჭედა ისინი ოქროთი. და გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად. და გააკეთა თავსარქველი წმიდა ოქროსაგან. ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და წყრთანახევარი მისი სიგანე. და გააკეთა ორი ქერუბიმი ოქროსი. ჭედური ნაკეთობით გააკეთა თავსარქველის ორივე ბოლოზე. ერთი ქერუბიმი ერთი ბოლოდან და მეორე ქერუბიმი მეორე ბოლოდან. თავსარქველიდან ამოიყვანა მან ქერუბიმები, მის ორივე ნაპირზე. და იყვნენ ქერუბიმები ფრთებგაშლილი მაღლა, და ფარავდნენ ფრთებით თავსარქველს, და სახით იყვნენ მიპყრობილნი ერთმანეთისაკენ. თავსარქველისაკენ იყო მიპყრობილი ქერუბიმების სახეები.

3 მეფეთა 3:15
და გაეღვიძა სოლომონს და აჰა, ესეც სიზმარი. და მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე და შესწირა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. მერე ლხინი გაუმართა თავის მსახურთ.

1 მეფეთა 3:3
ღვთის კანდელი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი და სამუელს უფლის სახლში ეძინა, სადაც ღვთის კიდობანი იდგა.

ფსალმუნები 131:8
აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა!

იესო ნავეს ძე 3:6
და უთხრა იესომ მღვდლებს ასე: „აიღეთ აღთქმის კიდობანი და ამ ხალხის წინ იარეთ.” და აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.

2 ნეშტთა 5:9
კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა კიდობნიდან, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი.

3 მეფეთა 8:8
კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მხოლოდ მისი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან დაბირის წინ, და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი.

1 მეფეთა 7:1
მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი უფლის კიდობნის მცველად.

1 მეფეთა 5:8
შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ყველა ფილისტიმელი მთავარი და იკითხეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?” თქვეს: „გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი.” და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი.

მეორე რჯული 10:1-5
და იმ დროს მითხრა მე უფალმა: „გამოთალე შენთვის ორი ქვის დაფა იმ პირვანდელთა მსგავსი, და ამოდი ჩემთან მთაზე, და გაიკეთე ხის კიდობანი. და დავწერ ქვის დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც იყო პირვანდელ ქვის დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. და კიდობანში ჩააწყვე ისინი.” და გავაკეთე მე კიდობანი აკაციის ხისაგან, და გამოვთალე ორი ქვის დაფა, პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. და ხელში ორი ქვის დაფა მეჭირა. და მან დაწერა ქვის დაფებზე პირვანდელი ნაწერის მსგავსად ათი მცნება, რომელნიც წარმოთქვა თქვენს მიმართ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს, და მომცა მე ისინი უფალმა. და გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და ჩავაწყე კიდობანში, რომელიც გავაკეთე, და აწყვია იქ, როგორც მე მიბრძანა უფალმა.

ლევიანნი 16:2
და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს, შენს ძმას, ნუ შევა ყოველჟამს წმიდაში ფარდის მიღმა თავსარქველის წინ, რომელიც კიდობანზეა, რათა არ მოკვდეს, რადგან გამოვჩნდები თავსარქველზე ღრუბელში.

2 მეფეთა 15:24-29
და აჰა, ცადოკს და მასთან ერთად ყველა ლევიანს მოჰქონდათ ღვთის აღთქმის კიდობანი. და დაასვენეს ღვთის კიდობანი. და მაღლობზე იდგა აბიათარი, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან. და უთხრა მეფემ ცადოკს: „დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, მეც დამაბრუნებს და მახილვინებს მას და მის სამყოფელს. და თუ ბრძანებს, აღარ მინდიხარო, სადღა წავალ. მიყოს, რაც ენებოს.” და უთხრა მეფემ მღვდელ ცადოკს: „აბა, დაბრუნდი მშვიდობით ქალაქში, შენი შვილი ახიმაყაცი და იონათანი, აბიათარის ძე – თქვენი ორივე შვილი – თქვენთან იქნებიან. იცოდეთ, უდაბნოს ვაკეზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან.”

რიცხვნი 7:89
და როცა მოსე შედიოდა საკრებულო კარავში, რათა ელაპარაკა უფალთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა მოწმობის კიდობნის თავსარქვლიდან, ორი ქერუბიმის შუიდან. და იგი ლაპარაკობდა მასთან.

რიცხვნი 4:5-6
შევიდნენ აარონი და მისი ძენი ბანაკის აყრისას, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა და დაფარონ იმით მოწმობის კიდობანი. და ზედ დააფარონ მაჩვის ტყავის საბურველი, და გადააფარონ ცისფერი გადასაფარებელი ზემოდან, და გაუყარონ კეტები.