კოლასელთა 4:1
ბატონებო, მოექეცით მონებს სამართლიანად და სწორად, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
დაბადება 29:28-29
იაკობიც ასე მოიქცა: გაასრულა ის შვიდი წელიც და ლაბანმა მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად. და მისცა ლაბანმა ბილჰა, თავისი მხევალი რახელს, თავის ასულს, მხევლად.
2 მეფეთა 19:32-36
ძალზე მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლის. ის არჩენდა მეფეს მახანაიმში ყოფნისას, რადგან ძალზე მდიდარი კაცი იყო. და უთხრა მეფემ ბარზილაის: „წამომყევი და გარჩენ იერუსალიმში.“ და უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „კიდევ რამდენია ჩემი სიცოცხლის დღენი, რომ იერუსალიმში წავყვე მეფეს? ოთხმოცი წლისა ვარ ახლა; განა შემიძლია ავისა და კარგის გარჩევა? რა გემო უნდა გაუგოს შენმა მსახურმა სასმელ-საჭმელს? განა კიდევ შემიძლია მგალობელთა მოსმენა? რატომ უნდა დააწვეს შენი მსახური ტვირთად ჩემს მეფე-ბატონს? კიდევ ცოტაზე გაჰყვება მეფეს შენი მსახური იორდანეს გაღმა. ასერიგად რისთვის მწყალობს მეფე?
იგავნი 13:13
ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება, მცნების მოშიში კი საზღაურს მიიღებს.
მათეს 20:1-2
რადგან ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს – მამულის პატრონს, რომელიც დილით ადრე გავიდა მუშაკთა დასაქირავებლად თავისი ვენახისთვის, მოურიგდა მუშაკებს დღეში თითო დინარად და გაისტუმრა თავის ვენახში.
მათეს 25:23
ეტყვის მას მისი ბატონი: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
რომაელთა 4:4
მოქმედს საზღაური მიეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის საფუძველზე.
1 კორინთელთა 9:24-25
არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად.
1 ტიმოთეს 5:17-18
ხუცესნი, რომლებიც კარგი წინამძღოლები არიან, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, უფრო კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. რადგან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.“ და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა.“
1 მეფეთა 17:23-25
ის მათთან ლაპარაკში იყო, რომ, აჰა, გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი, სახელად გოლიათი, გათელი ფილისტიმელი. ფილისტიმელთა ლაშქრის წინ დაიწყო სიარული და წინანდებურად ალაპარაკდა. დავითმა ყველაფერი გაიგონა. და როგორც კი დაინახეს ეს კაცი, დაფრთხნენ ისრაელიანები, რადგან მეტისმეტად შეშინდნენ. და ამბობდა ერთი ისრაელიანი: „ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? ისრაელის ლაშქრის შესარცხვენად არის გამოსული. ვინც მას სძლევს, დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზატებს ისრაელში.“
დაბადება 41:41-45
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.“ და წაიძრო ხელიდან ფარაონმა ბეჭედი და გაუკეთა იოსებს ხელზე. და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს ჯაჭვი კისერზე. და ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით და ეყვირათ მის წინაშე: „დაიჩოქეთ!“ და დაადგინა იგი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. და უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ვარ ფარაონი და უშენოდ თითსაც ვერავინ გაანძრევს ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.“ და უწოდა ფარაონმა იოსებს სახელად ცაფნათ-ფაყნეახი, და მისცა მას ცოლად ასენათი, ონის ქურუმის – ფოტიფერაყის ასული. და ცნობილი გახდა იოსები ეგვიპტის მთელ ქვეყანაში.
დანიელი 2:46-49
მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი დანიელის წინაშე, და ბრძანა მისთვის საღვრელი და საკმევლის მსხვერპლის მოტანა. და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად თქვენი ღმერთი ღმერთთა ღმერთია და მეფეთა უფალი, საიდუმლოთა განმცხადებელი, როგორც შენ შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება.“ მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენთმთავრად დაადგინა. სთხოვა დანიელმა მეფეს და მეფემ ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჩააბარა. თავად დანიელი კი მეფის კარზე დარჩა.
საქმეები 10:37-39
თქვენ იცით, რა მოხდა მთელს იუდეაში, გალილეიდან დაწყებული, იმ ნათლისცემის შემდეგ, რომელსაც ქადაგებდა იოანე. როგორ სცხო ღმერთმა სულიწმიდით და ძალით იესო ნაზარეველს. როგორ დადიოდა, სიკეთეს იქმოდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან დათრგუნულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან. ჩვენ ყველაფრის მოწმენი ვართ, რაც მან გააკეთა იუდეის ქვეყანაში და იერუსალიმში, და რომ ბოლოს იგი მოკლეს ძელზე ჩამოკიდებით.
დაბადება 29:22-25
შეკრიბა ლაბანმა მთელი იქაური ხალხი და გამართა ნადიმი. საღამო ჟამს აიყვანა ლეა, თავისი ასული, და შეიყვანა ის იაკობთან. და შევიდა იაკობი ლეასთან. და მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას, თავის ასულს, მხევლად. და ნახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან, და უთხრა ლაბანს: „ეს რა მიყავი? განა რახელისთვის არ გემსახურე? რად მომატყუე?“
დაბადება 40:23
და არ გახსენებია მწდეს იოსები, დაივიწყა იგი.
რიცხვნი 14:1-4
ატეხა მოთქმა მთელმა თემმა და ტიროდა ხალხი იმ ღამეს; და დრტვინავდა ყოველი ისრაელიანი მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავ ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით! რატომ მივყავართ უფალს იმ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი ცოლ-შვილი ტყვედ ჩავარდება? არ აჯობებს, რომ ისევ ეგვიპტეში დავბრუნდეთ?“ და უთხრეს ერთმანეთს: „ამოვირჩიოთ მეთაური და დავბრუნდეთ ეგვიპტეში.“
1 მეფეთა 25:21
ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ ყოველივე იმისგან, რაც ნაბალს ეკუთვნის, თუნდაც ერთი კაცი დავტოვო ცოცხალი დილამდე.“
2 მეფეთა 15:1-4
ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლები და ცხენები და 50 მალემსრბოლი. და ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭის გზასთან და ყველას, ვისაც კი საჩივარი ჰქონდა და მეფესთან მოდიოდა სამართლის საძებრად, თავისთან იხმობდა და ეუბნებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?“ და როცა ეტყოდნენ: ისრაელის ამა და ამ ტომიდან არისო შენი მსახური, ეტყოდა აბესალომი: „სასიკეთო და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ ვინ მოგისმენს მეფის კარზე!“ და დასძენდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად დამადგინონ ამ ქვეყანაში! ყველა მე მომაკითხავდა, ვისაც კი სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი.“
ფსალმუნები 40:9
ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, ქუსლი აღმართა ჩემზე.
იერემია 38:4-6
და უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი, რადგან ის ძალას აცლის ამ ქალაქში დარჩენილ მებრძოლთა და მთელი ერის მკლავებს ამგვარი ლაპარაკით, რადგან ეს კაცი მშვიდობას კი არ ეძებს ამ ხალხისათვის, არამედ უბედურებას. და თქვა მეფე ცედეკიამ: აჰა, თქვენს ხელთაა იგი, რადგან მეფე უძლურია თქვენს წინაშე. და წაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მალქია უფლისწულის დილეგში, რომელიც ყარაულთა ეზოში იყო, და საბელებით ჩაუშვეს იერემია ჭაში. ჭაში კი წყალი არ იყო, არამედ შლამი. და ჩაეფლო იერემია შლამში.
იოანეს 13:18
ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვირჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემთან პურის მჭამელმა აღმართა ჩემზე ქუსლი.’
მეორე რჯული 16:19
არ გაამრუდო სამართალი, მიკერძოება არ გამოიჩინო და ქრთამი არ აიღო, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და აუკუღმართებს მართალთა საქმეებს.
რიცხვნი 22:7
და წავიდნენ მოაბისა და მიდიანის უხუცესები. მათ ხელთ ჰქონდათ სამისნოს საფასური და მივიდნენ ბალაამთან და გადასცეს მას ბალაკის სიტყვები.
რიცხვნი 24:11
ახლა კი გასწი, გაიქეცი აქედან შინისაკენ. მე ვიფიქრე, პატივს მოგაგებდი, მაგრამ აჰა, უფალი არ გაძლევს პატივს.“
4 მეფეთა 5:20-24
და თქვა გეხაზიმ, ელისეს მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.“ და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ეტლიდან გადმოვიდა, შეეგება და ჰკითხა: „ხომ მშვიდობა არის?“ და უპასუხა: „მშვიდობა არის! ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან, იქნებ ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინაო მათთვის.’“ და თქვა: ნაყამანმა: „ორი ტალანტი აიღე ბარემ.“ დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად მისცა წასაღებად თავის ორ მსახურს. და როცა ის მივიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.
ესაია 1:23
შენი მთავარნი განდგომილნი არიან და მპარავთა მეგობრები. ქრთამები უყვართ და საზღაურს ელტვიან, ობოლს არ განიკითხავენ სამართლიანად და ქვრივის საჩივარს არ უყურებენ.
მიქა 3:11
მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს იღებენ დამოძღვრაში; მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს კი იშველიებენ და ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არისო უფალი? უბედურება არ გვეწვევაო.
მიქა 7:3
გაწაფულია მათი ხელი ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული საჩუქრებს თხოულობენ, მოსამართლე ქრთამით ასამართლებს; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს;
საქმეები 1:18
მან შეიძინა მიწა უსამართლობის საზღაურად. გასივდა და შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეფანტა.
რომაელთა 12:23
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
1 მეფეთა 24:16-19
და როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: „ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო?“ – ხმა აღიმაღლა საულმა და ატირდა. და უთხრა დავითს: „მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით მოგაგებდი. და დღესაც გამოაჩინე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩამაგდო შენს ხელში, არ მომკალი. კაცი რომ თავის მტერს შეხვდება, განა მშვიდობის გზაზე გაუშვებს? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.