იგავნი 31:8-9
გახსენი პირი დამუნჯებულისთვის და ყოველი განწირულის დასაცავად, გახსენი პირი, განსაჯე სამართლიანად და დაიცავი გლახაკთა და გაჭირვებულთა უფლებები.
იერემია 22:16
ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა?
ამბობს უფალი.
მიქა 6:1
ახლა ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღსდექ და ედავე მთებს, გაიგონებენ შენს ხმას მაღლობები.
ლუკას 21:14-15
ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი. რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
საქმეები 20:10
გამგებელმა რომ ანიშნა, ილაპარაკეო, მიუგო პავლემ: „ვიცი, რომ მრავალი წელია ამ ხალხის სამართლიანი მსაჯული ხარ, ამიტომ თამამად დავიცავ თავს.
საქმეები 25:16
ვუთხარი, არ სჩვევიათ-მეთქი რომაელებს სასიკვდილოდ ვინმეს გადაცემა, სანამ ბრალდებულს პირისპირ არ დაუდგებიან ბრალმდებელნი, რათა თავის მართლების საშუალება მიეცეს მას.
1 კორინთელთა 9:3
აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე.
2 კორინთელთა 12:19
ისევ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებთ თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ, ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლადაა.
ფილიპელთა 1:16
ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული,
2 ტიმოთეს 4:16
როცა პირველად ვიცავდი თავს, არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.