მეორე რჯული 17:11
მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გირჩევენ, და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან. არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გეტყვიან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ
მეორე რჯული 24:8
არ გამოგრჩეს კეთრის წყლული, რათა ზუსტად დაიცვა და შეასრულო ყველაფერი, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები. რაც მე ვუბრძანე მათ, დაიცავით შესასრულებლად.
იგავნი 7:1
შვილო ჩემო, დაიცავი ჩემი სიტყვები და დაიუნჯე ჩემი მცნებები.
იგავნი 3:1
შვილო ჩემო, ჩემს სწავლებას ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
იგავნი 4:4
მამა მასწავლიდა და მეუბნებოდა: „მიიღოს შენმა გულმა ჩემი სიტყვები, დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ
მიქა 6:16
თქვენში მოქმედებს ყომრის ადათები და ყოველი საქმე ახაბის სახლისა, და მისდევთ მათ თათბირს; და მიგცემ გატიალებას მე და სასაცილოდ გავხდი შენს მცხოვრებთ, და თქვენ იტვირთავთ ჩემი ერის სირცხვილს.
მათეს 23:3
ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი მოგთხოვენ, შეასრულეთ და დაიცავით, მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, რადგან ამბობენ და არ ასრულებენ.
2 ტიმოთეს 2:5
შეჯიბრშიც გვირგვინს ვერავინ მიიღებს, თუ უწესოდ იბრძოლებს.