ადამიანის გეგმები ბიბლიის მუხლები

იაკობის 4:13-15
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ – დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო; თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ – თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

ფსალმუნები 32:10
უფალი ჩაშლის ერების ზრახვებს, გააცამტვერებს ერთა ჩანაფიქრს.

იგავები 19:21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.

იგავები 16:1
გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგან მოდის.

დაბადება 11:4
თქვეს: ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მისწვდება. და ასე შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე”.

ლუკას 12:18
თქვა, ასე მოვიქცევი: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევინახავ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს.

იაკობი 4:13
ახლა თქვენ, ვინც ამბობთ – დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;