მთავარითემები „ა"ადამიანი, ერთი ამოსუნთქვა

ადამიანი, ერთი ამოსუნთქვა

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 38:5
    აჰა, გოჯებით მომეცი დღენი, არაფერია შენ წინაშე ჩემი ცხოვრება; დიახ, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე.
  2. ფსალმუნები 38:11
    მხილებებით დასჯი ადამიანს ცოდვისთვის, ჩრჩილივით შეჭამ ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია; ჭეშმარიტად, ამაოებაა ყოველი კაცი.
  3. ფსალმუნები 143:4
    ადამიანი ჰგავს ამოსუნთქვას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული.
  4. იობი 7:7
    გახსოვდეთ, ერთი ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე; არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად.
  5. იობი 7:16
    მომძულდა სიცოცხლე! მუდამ ხომ არ ვიცოცხლებ. დამეხსენ, რადგან ერთი ამოსუნთქვაა ჩემი დღეები.
  6. ფსალმუნები 93:11
    უფალმა იცის ადამიანთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.

← ყველა თემა „ა"-ზე

Close
Close