გამოსვლა 20:12-17
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს. არა კლა. არ იმრუშო. არ იქურდო. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ. არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.
ლევიანნი 19:18
შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
ლევიანნი 20:10
თუ იმრუშებს ვინმე ქმრიან ქალთან, თავისი მოყვასის ცოლთან, უსათუოდ მოკვდნენ მრუში მამაკაცი და მრუში დედაკაცი.
ფსალმუნები 54:12-14
ვინაიდან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე – მას დავემალებოდი; არამედ შენ, ჩემი სწორი, მეგობარი და ახლობელი ჩემი, ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად და ღვთის სახლში დავდიოდით ხალხთან ერთად.
ფსალმუნები 40:9
ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
ფსალმუნები 37:11
ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ.
იგავნი 25:19
რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.
იერემია 12:6
რადგან შენმა ძმებმაც და მამაშენის სახლმაც გიღალატა, ისინიც ხმამაღლა დაგყვირიან. სასიკეთოდაც რომ გელაპარაკონ, ნუ ერწმუნები”.
მიქა 7:5-6
ნუ ენდობი ახლობელს, ნუ დაეყრდნობი მეგობარს, შენს მკერდზე მწოლისგანაც კი დაიცავი შენი ბაგეთა კარი. რადგან შვილი არცხვენს მამას, ასული თავისი დედის წინააღმდეგ აღსდგა, რძალი – დედამთილის წინააღმდეგ. კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები არიან.
მალაქია 2:14-15
კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა. განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს!
მათეს 5:32
მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
მათეს 22:39
და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
მათეს 26:47-50
ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით – მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან. ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!” მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა. ხოლო იესომ უთხრა მას: „რისთვის მოსულხარ, მეგობარო?” მაშინ მივიდნენ, ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს იგი.
მათეს 26:74
მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა.
მარკოზის 12:31
მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
რომაელთა 1:29-31
აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.
2 ტიმოთეს 1:15
ეს იცი, რომ ყველამ მიმატოვა აზიაში, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც.