განდგომის მიზეზები ბიბლიის მუხლები

ლუკას 22:31
თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.

საქმეები 20:29
ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

2 ტიმოთეს 4:3
ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.

2 ტიმოთეს 4:10
ვინაიდან დემამ შეიყვარა ეს საუკუნე, მიმატოვა მე და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას.

ებრაელთა 4:9-11
ამისათვის კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა – თავისისაგან. მაშ, ვეცადოთ, შევიდეთ იმ სიმშვიდეში, რათა არავინ ჩავარდეს ურჩობაში მათი მაგალითისამებრ.

Close
Close