ლევიანნი 19:28
„‘არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული და ნუ გაიკეთებთ წარწერებს ჩხვლეტით. მე ვარ უფალი.
იერემია 1:5
„სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.”
1 ტიმოთეს 2:9-10
ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით, არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.
1 პეტრეს 3:2-4
როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით. თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე.
1 პეტრეს 1:16
რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.”