გულქვაობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 94:8
ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში,

ებრაელთა 3:7-9
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: “დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.

ეფესელთა 4:18
დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

იგავები 28:14
ნეტარია კაცი, რომელიც მუდმივად ფრთხილობს, გულის გამქვავებელი კი უბედურებაში ჩავარდება.

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენთვისვე იხვეჭ რისხვას, იმ დღისთვის, როცა გამოცხადდება რისხვა და მართლმსაჯულება ღვთისა,

ებრაელთა 3:12-15
თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის “დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით. ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე. ვიდრეღა ითქმის: “დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”.

ებრაელთა 4:5-7
და კიდევ, იქვე: “ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში”. ჰოდა, რაკი ზოგისთვის დღემდე რჩება შესასვლელი, ისინი კი, უწინ რომ ეხარათ, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ, კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: “დღეს, – ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი – თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.

გამოსვლა 10:20
გააქვავა უფალმა ფარაონის გული და არ გაუშვა ისრაელის შვილები.

ესაია 6:10
დაასუქე ამ ხალხის გულები, ყურები დაუმძიმე და თვალები დაუბნელე, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს და გულით ვერ გებულობდეს, რათა არ მოექცეს და არ განიკურნოს”.

იოანე 18:20
“თვალები დაუბრმავა მათ და გული გაუქვავა, რათა თვალებით ვერ იხილონ და გულით ვერ მიხვდნენ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი”.

მეორე რჯული 15:7
თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ;

ფსალმუნები 72:7
სიმსუქნისგან თვალები გადმოკარკლეს, სიბრიყვით აევსოთ გულები.

ფსალმუნები 118:70
უგრძნობი გახდა მათი გული, მე კი შენი რჯულით ვხარობ.

მათეს 19:8
უთხრა მათ: “მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.

მარკოზის 10:5
უთხრა მათ იესომ: “თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.

1 იოანე 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?

გამოსვლა 7:13
გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

გამოსვლა 8:19
უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: “ეს ღვთის თითია”. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

გამოსვლა 9:7
გაგზავნა ფარაონმა ამბის გასაგებად და, აჰა, ისრაელის საქონელთაგან არც ერთი არ მომკვდარა. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.

1 მეფეთა 6:6
რატომ იქვავებთ გულებს, როგორც იქვავებდნენ ეგვიპტელები და ფარაონი? განა არ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი სასტიკად დასაჯა ისინი უფალმა?!

იერემია 5:23
ეს ხალხი კი ურჩია, მეამბოხე გული აქვს; ამიჯანყდნენ და წავიდნენ.

იერემია 11:8
მაგრამ არ ისმინეს, ყური არ დამიგდეს, თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა. ამიტომ მოვაწევ მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვას, რომელზეც ვუბრძანე რომ შეესრულებინათ და არ შეასრულეს”.

იერემია 13:10
ეს ბილწი ხალხი, ჩემი სიტყვების გაგონებაც რომ არ უნდა და ჯიუტად დადის სხვა ღმერთების კვალზე, რათა მათ ემსახუროს და ეთაყვანოს, ამ სარტყელივით გახდება, აღარაფრისთვის რომ აღარ გამოდგება.

იერემია 16:12
თქვენც ჩაიდინეთ ბოროტება, თქვენს მამებსაც კი გადააჭარბეთ. აჰა, თითოეული თქვენგანი თავისივე ბოროტი გულის სიჯიუტეს მიჰყვება და მე არ მისმენთ.

იერემია 18:12
მაგრამ იტყვიან: უგუნურებაა! ჩვენ-ჩვენი ზრახვების კვალს გავყვებით და თითოეული ჩვენგანი ჩვენი ბოროტი გულის სიჯიუტის მიხედვით მოვიქცევითო.

იერემია 23:26
როდემდე ექნებათ ასეთი გული სიცრუის წინასწარმეტყველთ? როდემდე იწინასწარმეტყველებენ საკუთარი გულის საცდურიდან?

2 ნეშტთა 36:12-13
ბოროტს სჩადიოდა უფლის, თავისი ღმერთის თვალში. არ დაიმდაბლა თავი იერემიას წინაშე, რომელიც უფლის სიტყვას წინასწარმეტყველებდა. მეფე ნაბუქოდონოსორსაც განუდგა, რომელმაც ღვთის წინაშე დააფიცა. გაჯიუტდა და გული გაიქვავა, რათა არ დაბრუნებულიყო უფალთან, ისრაელის ღმერთთან.

მარკოზის 6:51-52
ავიდა მათთან ნავში და ჩადგა ქარი. დიდად გაუკვირდათ და გაოცდნენ ისინი; ვინაიდან ჯერ პურობის ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გულები ჰქონდათ გაქვავებული.

მარკოზის 8:17
იესო მიხვდა ამას და უთხრა მათ: “რას მსჯელობთ, პური რომ არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ ხედავთ და ვერ გაგიგიათ? გული გაგიქვავდათ?

მათეს 13:15
ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და თვალები დახუჭეს, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ ჩაწვდნენ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

მარკოზის 3:5
იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: “გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.

საქმეები 28:25-27
რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: “კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით: მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

ფსალმუნები 50:17
შესაწირი ღმერთისა – სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გულს არ დაამცირებ, ღმერთო.

3 მეფეთა 8:46-49
თუ შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს კაცი, რომ არ შესცოდოს, და განურისხდები, მტრის ხელში ჩააგდებ, რათა ტყვედ წაიყვანონ მტრის მიწაზე, შორს ან ახლოს. მაგრამ მოაქცევენ თავის გულებს იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნენ წაყვანილნი, მოგიბრუნდებიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: შეგცოდეთ, ურჯულოება ჩავიდინეთ და ბოროტად მოვიქეცითო! მთელი გულითა და სულით მობრუნდებიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, სადაც ტყვედ წაასხეს და ილოცებენ შენკენ პირმოქცეულნი, იმ ქვეყნისკენ, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე, ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე სამართალი.

2 ნეშტთა 34:27
რადგან გული მოგილბა და დამდაბლდი ღმერთის წინაშე, როცა მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილსა და მის მკვიდრებზე; დამდაბლდი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და იტირე, მეც შევისმინე შენი!

იერემია 3:17
იმ დროს “უფლის ტახტს” უწოდებენ იერუსალიმს, უფლის სახელით შეიკრიბება ყველა ხალხი იერუსალიმში და მეტად აღარ ივლიან თავიანთი გულის ბოროტი ზრახვებით.

ეზეკიელი 18:31
განიშორეთ ყველა თქვენი დანაშაული, რითაც უმართლობდით და შეიქმენით ახალი გულები და ახალი სულები. რად უნდა მოკვდეთ, ისრაელის სახლო?

ეზეკიელი 11:19
მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავდებ მათში; ამოვიღებ მათი სხეულიდან ქვის გულს და ხორცის გულს ჩავუდგამ.

3 მეფეთა 8:58
თავისკენ მიიზიდოს ჩვენი გულები, რათა მის გზებზე ვიაროთ და ვიცავდეთ მის მცნებებს, წესდებებსა და სამართალს, რომელიც ამცნო ჩვენს მამებს.

იერემია 31:33
“რადგან ასეთ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ! – აცხადებს უფალი, – შინაგანში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულებზე დავუწერ; მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან;

ეზეკიელი 36:26
ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.

Close
Close