ფსალმუნები 118:56
ასეთია ჩემი ხვედრი: შენს ბრძანებებს ვიცავ.
ებრაელთა 5:14
მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.
ფსალმუნები 118:44
მუდამ დავიცავ შენს რჯულს, მარადიულად, უკუნისამდე.
ფსალმუნები 5:3
უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
ლუკას 5:16
ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
იგავნი 22:6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
1 კორინთელთა 6:12
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია; ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.
მარკოზის 7:20-23
ამბობდა: „კაცისგან გამომავალი ბილწავს კაცს. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა, ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს”.
იერემია 25:5
გეუბნებოდნენ: მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტმოქმედებიდან და, დაე, მკვიდრობდეს მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს უკუნითი უკუნისამდეო.
იერემია 26:13
ახლა კი გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას; მაშინ უფალიც გადაიფიქრებს იმ უბედურების დაშვებას, თქვენ რომ გიპირებთ.
რომაელთა 8:13
ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
საქმეები 2:46
დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,
1 ტიმოთეს 5:6
განცხრომის მოყვარე კი–ცოცხლადვე მკვდარია.
მათეს 6:5-6
ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
მარკოზის 1:35
ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.
ეზეკიელი 33:31
ჩემი ხალხი მოდის შენთან ჩვეულებისამებრ, სხდებიან შენს წინაშე და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; ბაგეებით სიყვარულს გამოხატავენ, მათი გული კი მხოლოდ ანგარებას მიჰყვება.
საქმეები 17:2
პავლე, ჩვეულებისამებრ, შევიდა მათთან და სამ შაბათს ელაპარაკებოდა წერილიდან;
იერემია 22:21
გელაპარაკებოდი, როცა უზრუნველად იყავი, მპასუხობდი: არ მესმისო. ასეთი იყო შენი საქციელი სიყრმითგანვე, არ გესმოდა ჩემი სიტყვა.
ებრაელთა 10:25
ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.
1 ტიმოთეს 5:13
და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
იერემია 13:23
განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს ან ჯიქი თავის ლაქებს? ასევე თქვენც ვერ შეძლებთ სიკეთის გაკეთებას – ბოროტებაში გაწაფულნი!
2 ტიმოთეს 2:26
რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.
ლუკა 5:16
ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.