5 და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით. 6 და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. 7 ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.