19 და თავისთან იქონიოს და იკითხოს იგი მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს წესები. 20 რათა არ გაუდიდგულდეს თავის ძმებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელი იყოს თავის სამეფოში იგი და მისი ძენი, ისრაელის წიაღში.