იესო ნავეს ძე 22:15-18

By
იანვარი 8, 2014
15 და მივიდნენ ისინი რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ნახევარ ტომთან გილყადის ქვეყანაში და უთხრეს მათ: 16 „ასე ამბობს უფლის მთელი თემი: ‘ეს რა ღალატი ჩაიდინეთ ისრაელის ღმერთის წინაშე, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს, და სამსხვერპლო აიშენეთ და აუმხედრდით დღეს უფალს? 17 ნუთუ არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმედილვართ რის გამოც მომსვრელი სენი იყო უფლის თემში? 18 და თქვენ დღეს აქცევთ ზურგს უფალს! და თუ თქვენ დღეს აუმხედრდებით უფალს, ხვალ განურისხდება იგი ისრაელის მთელ თემს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close