25 ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა 26 და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო, 27 მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს. 28 რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. 29 და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან.