20 და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოსულან შენზე, სამსონ!” და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.” და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან. 21 და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში.