ებრაელთა 10:3-14

By
იანვარი 13, 2014
3 მაგრამ მათში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება. 4 ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. 5 ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. 6 სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. 7 მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’”. 8 ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი”, 9 მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. 10 ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. 11 და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. 12 მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. 13 მას შემდეგ კი ელის, სანამ მისი მტრები მის ფერხთა კვარცხლბეკად იქცევიან. 14 ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

კომენტარის დატოვება

Close
Close