1 პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული – რჩეულთ, პონტოს, გალატიის, კაბადოკიის, აზიისა და ბითვინიის განთესილობის ხიზნებს, 2 მამა ღვთის წინასწარი განჭვრეტით და სულის მიერ განწმენდით, დამორჩილებად და იესო ქრისტეს სისხლის საპკურებლად – მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ.