19 და განრისხდა ყუზიაჰუ, ხელში კი საცეცხლური ეჭირა საკმევად. და როცა განურისხდა მღვდლებს, კეთრი გამოაჩნდა შუბლზე მღვდლების წინაშე, უფლის სახლში, საკმევლის სამსხვერპლოსთან. 20 და მიიხედეს მისკენ ყაზარიაჰუ მღვდელმთავარმა და ყველა მღვდელმა და აჰა, შუბლზე კეთრი აქვს. და სასწრაფოდ გამოიყვანეს იქიდან. თვითონაც ჩქარობდა გამორიდებას, რადგან უფალმა დაჰკრა მას. 21 სიკვდილამდე კეთროვანი იყო მეფე ყუზიაჰუ, და ცხოვრობდა ცალკე სახლში, როგორც კეთროვანი, რადგან მოკვეთილი იყო უფლის სახლიდან. და იოთამი, მისი ძე, განაგებდა მეფის სახლს და განიკითხავდა ქვეყნის ერს.