60 და ჩაწერა ერთ წიგნში ყველა ის უბედურება, რომელიც ბაბილონზე მოსახდენია, ბაბილონზე დაწერილი ყველა ის სიტყვა. 61 და უთხრა იერემიამ სერაიას: „როდესაც ბაბილონში მიხვალ, მაშინ ნახავ და წაიკითხავ ყველა ამ სიტყვას. 62 და იტყვი: ‘უფალო, შენ წარმოთქვი ამ ადგილზე, რომ ისე გაანადგურებ მას, რომ ვერავინ იცხოვრებს მასში ადამიანიდან საქონლამდე, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევა იგი.’ 63 და როდესაც შენ დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა და ჩააგდე ევფრატში. 64 და თქვი: ‘ასე ჩაიძირება ბაბილონი და აღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, რომელსაც მე მოვაწევ მასზე, და ქანცი გაუწყდებათ!’” აქამდეა იერემიას სიტყვები.