18 იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავთა ბრწყინვალებას და თმის ბადეებს და ნახევარმთვარეებს, 19 საყურეებს, სამაჯურებსა და საბურველებს, 20 თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებს და ბაფთებს, სურნელის კოლოფებს და თილისმებს, 21 ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს, 22 მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს, 23 გამჭვირვალეებს და ძვირფას ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს;