5 როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხოთ და თაყვანი სცეთ იმ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა. 6 ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული. 7 ამიტომ, როგორც კი ყველა ხალხებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და ყველა საკრავის ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.