6 და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. 7 ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას. 8 და შეიბი ისინი ნიშნად ხელზე, და იყოს ისინი შუბლსაკრავად შენს თვალებს ზემოთ, 9 და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს.