10 შემაყიას, დელაიას ძის, მეჰეტაბელის ძის, ვაჟს მივაკითხე და შინ იყო ჩაკეტილი; და მითხრა: „წავიდეთ ღვთის სახლში, შიგ ტაძარში, და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოდიან; და ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავად.” 11 და ვუთხარი: „ჩემნაირი კაცი უნდა გაიქცეს? განა ჩემისთანა კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში შევა? არ შევალ!” 12 მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. თუმცა კი წინასწარმეტყველურად მელაპარაკა, და, რომ ტობიასა და სანბალატს ჰყავდათ იგი მოსყიდული. 13 მოსყიდული იმისთვის იყო, რომ შემშინებოდა, იმგვარად მოვქცეულიყავი და ცოდვა ჩამედინა; ამით ისინი სახელს გამიტეხდნენ და ჩემს დასაცინად გამოიყენებდნენ.