3 როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს, 4 და უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი.” მათ უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი.” 5 და დაყარა ვერცხლი ტაძარში, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. 6 მღვდელმთავრებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს: „არ იქნება ამის ტაძრის საგანძურში დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.” 7 მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8 ამის გამო იმ მინდორს დღემდე ეწოდება სისხლის მინდორი. 9 მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: “და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ვინც შეფასდა ისრაელიანთა მიერ,