დაბადება 37:19-24

By
თებერვალი 8, 2014
19 და უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, სიზმარა მოდის! 20 და ახლა, მოდი, მოვკლათ იგი, და ჩავაგდოთ რომელიმე ჭაში, და ვთქვათ, რომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, რა იყო მისი სიზმრები.” 21 და გაიგონა რეუბენმა, და იხსნა იგი მათი ხელიდან, უთხრა მათ: „ნუ მოვკლავთ მას!” 22 და უთხრა მათ რეუბენმა: „ნუ დაღვრით სისხლს! ჩააგდეთ იგი იმ ჭაში, უდაბნოში რომ არის, და ხელს ნუ აღმართავთ მასზე.” და ამას ამბობდა, რათა ეხსნა იგი მათი ხელიდან და დაებრუნებინა თავის მამასთან. 23 და როცა მივიდა იოსები თავის ძმებთან, გახადეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, რომელიც ეცვა. 24 აიყვანეს და ჩააგდეს ჭაში. და იყო ის ჭა ცარიელი, წყალი არ იყო მასში.

კომენტარის დატოვება

Close
Close