3 და კვლავ აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალებს, გააკეთა აშერები და თაყვანს სცემდა ცის მხედრობას და მსახურებდა მათ. 4 ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: „იერუსალიმში საუკუნოდ იქნება ჩემი სახელი.” 5 აუგო სამსხვერპლოები ცის მხედრობას უფლის სახლის ორთავე ეზოში.