8 და უთხრა უფალმა მოსეს: 9 „ამცნე აარონს და მის ძეთ: ‘ესაა რჯული სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს კოცონზე, სამსხვერპლოზე, მთელი ღამე, ვიდრე დილამდე, და ცეცხლი სამსხვერპლოსი გიზგიზებდეს მასზე. 10 და შეიმოსოს მღვდელმა შესამოსელი სელისა და ქვედა საცვალი სელისავე შეიმოსოს ტანზე, და აიღოს ფერფლი სრულადდასაწველისგან, რომელიც დაწვა ცეცხლმა სამსხვერპლოზე, და დადვას იგი სამსხვერპლოსთან. 11 და გაიხადოს თავისი შესამოსელი და შეიმოსოს სხვა შესამოსელი, და გამოიტანოს ფერფლი ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე. 12 და ცეცხლი სამსხვერპლოზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი, და დააკმიოს მასზე ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა. 13 ცეცხლი მარადის გიზგიზებდეს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.