18 თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს. თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს. 19 არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთლობა, არამედ ღვთის მცნებათა დაცვა. 20 დაე, თითოეული დარჩეს იმ მოწოდებაში, რომლითაც მოუწოდეს. 21 თუ მოწოდებული ხარ, როგორც მონა, ნუ ითაკილებ. მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია, ისარგებლო. 22 ვინაიდან უფალში მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია. მსგავსადვე მოწოდებული თავისუფალი ქრისტეს მონაა.