4 დაუძახა უფალმა სამუელს. გაეპასუხა: „აჰა, აქა ვარ.” 5 და მიირბინა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” უთხრა: „არ დამიძახნიხარ, წადი, დაწექი.” ისიც წავიდა და დაწვა. 6 კვლავ დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა სამუელი, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” უთხრა: „არ დამიძახნიხარ, შვილო. წადი, დაწექი.” 7 ჯერ კიდევ ვერ სცნობდა სამუელი უფალს, ჯერ კიდევ არ გამოსცხადებოდა მას უფლის სიტყვა. 8 მესამე გზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: „აჰა, აქა ვარ, რომ დამიძახე.” მიხვდა ყელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს. 9 უთხრა ყელიმ სამუელს: „წადი, დაწექი. თუ დაგიძახეს, უთხარი: ბრძანე, უფალო, გისმენს-თქო შენი მსახური.” წავიდა სამუელი და დაწვა თავის ადგილზე. 10 მოვიდა უფალი და დადგა, კვლავ დაუძახა წინანდებურად: „სამუელ, სამუელ!” უთხრა სამუელმა: „ბრძანე, რადგან გისმენს შენი მსახური.”