6 მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები. 7 გვიჩვენე შენი გასაოცარი წყალობა, რომელიც იხსნი შენს მოიმედეთ შენი მარჯვენით მათს მოშუღართაგან. 8 შემინახე თვალის ჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე 9 ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.