ფსალმუნები 26:7-12

By
თებერვალი 16, 2014
7 ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე. 8 შენგან ამბობს ჩემი გული: „მოძებნეთ ჩემი სახე.” შენს სახეს მოვძებნი, უფალო. 9 ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს; ჩემი შემწე იყავი უწინ; ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მსხნელო, 10 რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე. 11 მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. 12 ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ; რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ.

კომენტარის დატოვება

Close
Close