გამოსვლა 32:11-13

By
თებერვალი 16, 2014
11 და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით? 12 რად უნდა თქვან ეგვიპტელებმა ასე: ‘ბოროტი განზრახვით გამოიყვანა ისინი, მთებში დასახოცად და მიწის პირისაგან აღსაგველად?’ გააბრუნე შენი რისხვის აღგზნება და გადაიფიქრე ბოროტება შენი ხალხის მიმართ. 13 გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი მათ: ‘გავამრავლებ თქვენს თესლს ცის ვარსკვლავებივით და მთელს ამ ქვეყანას, რომელზეც მე ვთქვი, მივცემ თქვენს თესლს და დაიმკვიდრებენ საუკუნოდ.’”

კომენტარის დატოვება

Close
Close