58 განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური. 59 მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი. 60 და მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული. 61 და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი – მტრის ხელთ.